15 ნოემბერი 2024,   19:56
ვრცლად
საერთაშორისო პარტნიორებისგან დისტანცირება საქართველოს ყოველდღიურად აზიანებს, ამიტომ ბედავს რუსეთი და აშენებს ახალ სამხედრო ბაზას ოკუპირებულ აფხაზეთში - თინა ბოკუჩავა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას შეფასებით, ხელისუფლებას ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო სამხედრო ძალების ბაზირებაზე შესაბამისი რეაქციაც არ ჰქონია.

"უკრაინაში რუსეთის უკანონო ომის ფონზე, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი ნაწილის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსება უკიდურეს შეშფოთებას და კონკრეტულ რეაგირებას უნდა იწვევდეს სახელმწიფოს უწყებების მხრიდან. საერთაშორისო პარტნიორებისგან დისტანცირება საქართველოს ყოველდღიურად აზიანებს, სწორედ, ამიტომ ბედავს რუსეთი და აშენებს ახალ სამხედრო ბაზას ოკუპირებულ აფხაზეთში," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები