15 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
"იმპიჩმენტის პროცესს არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი მდგენელი, ეს არის მთლიანად პოლიტიკური პროცესი" - თინა ბოკუჩავა

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით განცხადებები კეთდება ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ პროცესი კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინის პარალელურად, ვითარებას აზიანებს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილს მოლოდინი არ აქვს, რომ საკონსტიტუციოში იქნება ერთსულოვნება. 

"მე არ ველი, რომ საკონსტიტუციოში იქნება ერთსულოვნება ამ საკითხზე. ეს გამოჩნდა ამ სამი დღის განმავლობაში. ჩვენ დავინახეთ, რომ მთავარი არგუმენტი, რატომ აღარ უნდა ქართულ ოცნებას სალომე ზურაბიშვილი, ეს არის მათი პერსონალური განაწყენება,“ - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე, თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ იმპიჩმენტის პროცესი მთლიანად პოლიტიკური პროცესია. 

"იმპიჩმენტის პროცესს არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი მდგენელი. ეს არის მთლიანად პოლიტიკური პროცესი. კონკრეტულად ახლა, როდესაც რამდენიმე კვირაა დარჩენილი კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილებამდე, მიზანმიმართულად, საბოტაჟირება მოახდინოს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის," - აცხადებს თინა ბოკუჩავა. 

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დაასრულა. დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა ქვეყნის ძირითადი კანონი - გადაწყვეტილება 9 მოსამართლისგან შემდგარმა პლენუმმა უნდა მიიღოს. 

დღის ამბები