საარჩევნო ადმინისტრაცია, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით 9 ოქტომბერს ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას იწყებს.
ელექტრონული აპარატების დემონსტრაცია ეტაპობრივად გაიმართება ხალხმრავალ ადგილებში. მოქალაქეებს პირადად შეეძლებათ ნახონ და პრაქტიკაში გამოსცადონ როგორ მუშაობს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ვებგვერდზე განთავსდა ბმული, რომელზე გადასვლის შემდეგაც ნებისმიერ პირს შეუძლია ონლაინ მიიღოს მონაწილეობა იმიტირებულ კენჭისყრაში.