დესტაბილიზაციის მოწყობის საქმეზე სუსი გამოძიებას განაგრძობს. მაგისტრი მოსამართლის წინაშე დღეს ორგანიზაცია "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" საქართველოს ოფისის თანამშრომელი ანა წურწუმია-ზურაბაშვილი უნდა გამოიკითხოს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საჭიროა იყოს გულწრფელი პასუხები კითხვებზე, რომელიც საზოგადოებას და ხელისუფლებას აქვს
"ჩვენ ვნახეთ რომ იყო არამხოლოდ განცხადება, არამედ იყო მტკიცებულებები. სხვა რამე კი არ იყო მოლოტოვის კოქტეილი და შემდეგ ამისი გაუბრალოება, დღემდე რომ არავის დაუგმია. ამას ემსახურება იარაღის ტრიალი და ტრენინგები, რომელიც "გირჩის" ეგიდით ტარდება ხოლმე და ასევე უცხოური დაფინანსებით. იქაც ამბობენ რომ თავდაცვას ვასწავლითო. სინამდვილეში ეს არის რადიკალიზმთან შეგუება, ამის გაუბრალოება, რომ რადიკალიზმი და რადიკალური ქცევა არის ჩვეულებრივი ქცევა. ამის შემდეგი ნაბიჯია ექსტრემიზმის გაუბრალოება და შემდეგ ვიღაც მოკიდებს ხელს მოლოტოვის კოქტეილს, ესვრის პოლიციელს და გმირად აქვთ მერე გამოცხადებული ასეთი ქცევა. ამის საშუალებას ჩვენ არავის მივცემთ. სამწუხაროდ, USAID-ისთვის ეს არ არის პირველი სკანდალი, რომელშიც ის ეხვევა. 2020 წელს ISFED-ის მიერ, პარალელური დათვლის ყალბი მონაცემების გავრცელება როდესაც მიდიოდა, ISFED-ის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ აღიარა, რომ ISFED-მა, მისთვის გრანტის მიმცემმა ეს იცოდა 1 თვით ადრე. ამიტომ, მათ მოვუწოდებ ის კეთილი სახელი, რომელიც აშშ-ს დახმარებას აქვს საქართველოში, რომელსაც სამწუხაროდ თავადვე მიაყენეს ჩრდილი, ამის გამოსასწორებლად საჭიროა იყოს გულწრფელი პასუხები კითხვებზე რომელიც საზოგადოებას და ხელისუფლებას აქვს,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
სუსის გამოძიების თანახმად, USAID-ის დაფინანსებით და "კანვას საქართველოს“ ორგანიზებით, სერბი ტრენერები ქართველ ახალგაზრდებს ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცლას ასწავლიან. უწყებამ ფარული ვიდეო ჩანაწერებიც გაავრცელა.