15 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
პარლამენტმა ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა

ორდღიანი განხილვების შემდეგ, პარლამენტმა ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა. მიმდინარე წლის თითქმის 22 მილიარდიანი ბიუჯეტი 500 მილიონი ლარით გაიზარდა.

ბიუჯეტის დამტკიცებას წინ სესიაზე კამათი უძღოდა. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ცვლილებები საზოგადოების მოთხოვნებს არ პასუხობს.

მმართველი გუნდის კი ამბობს, რომ დამატებული თანხა მოსახლეობის კეთილდღეობას მოხმარდება და ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილდება, როგორიცაა სოციალური საკითხების მოგვარება, ჯანდაცვა, განათლება, სახელმწიფო უსაფრთხოება, ჯარი და პოლიცია.

 

დღის ამბები