თბილისში პირველი ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმი დასრულდა. ორ დღიანი ფორუმის ფარგლებში, სამართლის დარგში აქტუალური პრობლემები და გამოწვევები განიხილეს მათ შორის ჩეხური სამართლის სისტემის თავისებურებები და საქმიანობის მოდელები. სპეციალური სესია დაეთმო ევროკავშირის სამართლის რეგულაციების ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის საკითხს.
ფორუმის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ მომავალშიც დაუჭირონ მხარი საქართველოსა და ჩეხეთს შორის სამართლებრივი პლატფორმის განვითარებას.