15 ნოემბერი 2024,   19:58
ვრცლად
დატოვებს თუ არა ნიკა მელია "ნაციონალურ მოძრაობას" დღეს გახდება ცნობილი

დატოვებს თუ არა ნიკა მელია "ნაციონალურ მოძრაობას", სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე 2 საათზე თანამოაზრეებს შეხვდება და ახალ პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრებს. კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე ხაბეიშვილის წინამორბედი ამბობს, რომ პარტიის დატოვებაზე ჩრდილოვანი მმართველობისა და შიდა განხეთქილების გამო ფიქრობს.

ყოფილი ახალი თავმჯდომარისთვის დანაკლისი რომ არ არის, ამაზე ხაბეიშვილის გუნდი უკვე დიდი ხანია საუბრობს, სადაც მელიას გადაწყვეტილებებს პირად ამბიციებსა და წყენას უკავშირებენ. პარალელურად, ხაბეიშვილის ფლანგმა, ბათუმში დაანონსებული აქცია გააუქმა.

"კარგია რომ გადაიფიქრეს და რაღაც კონტრაქციებით არ დაგვამახსოვრეს თავი დღესაც. ეს არ არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ აქციის ჩანიშვნა რაღაც იმპულსური გადაწყვეტილება იყო. რასაკვირველია იყო შიში ამასთან დაკავშირებით შიდა დემოკრატიის. ძალიან დიდი ინტერესით ველოდები დღევანდელ შეხვედრას, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია იმ ხალხის აზრის მოსმენა, რომელზეც ამდენი ხნის განმავლობაში იდგა პარტია. ის, რომ ჩვენ შერწყმა გავაკეთოთ უკვე არსებულ პარტიასთან, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. დარჩენა, გასვლა, ახალი პლატფორმა, ეს ის საკითხებია, რაზეც დღეს აუცილებლად იქნება საუბარი,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბაჩო დოლიძე.

აქციის გადადების გადაწყვეტილება დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში" განმარტეს და თქვეს, რომ გადადების მიზეზი ამინდის პროგნოზი გახდა. მოქმედი მენეჯმენტი მელიას წარმატებას უსურვებს, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ნიკა მელია მელიას მეტი შანსი პოლიტიკაში სწორედ "ნაციონალურ მოძრაობაში" ჰქონდა და არა ამ პარტიის მიღმა.

დღის ამბები