15 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
ვგმობ ისრაელის ტერიტორიაზე „ჰამასის“ თავდასხმას, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ცალსახად ვგმობ „ჰამასის“ მიერ ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ასეთი საშინელი თავდასხმებისგან.

„ეს არის ტერორიზმი მისი ყველაზე საშინელი ფორმით. ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ასეთი საშინელი თავდასხმებისგან“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ღაზას სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიშები წამოიწყეს. დაღუპულია ერთი და დაშავებულია ისრაელის სამი მოქალაქე.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. სარაკეტო იერიშამდე ისრაელის ტერიტორიაზე პალესტინელი მებრძოლების რამდენიმეწევრიანი ჯგუფიც შევიდა.

დღის ამბები