საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისრაელში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, არაადამიანური აგრესია ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიუღებელია.
„გაუმართლებელი, სასტიკი და არაადამიანური აგრესია ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიუღებელია. ქართველი ხალხი მხარს უჭერს მოძმე ისრაელს. ასეთი ძალადობის ადგილი მსოფლიოში არ უნდა იყოს“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.