რუსთავის მერმა საწარმოში დასაქმებულების შრომითი პირობების გაუმჯობესების საკითხი "რუსთავის აზოტის"მმართველ ინდორამა ჯგუფის თავმჯდომარესა და ვიცე-თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განიხილა.
საუბარი შეეხო გარემოზე ზრუნვასა და სარემონტო სამუშაოებს, რომელიც ქარხანაში მიმდინარეობს. "რუსთავის აზოტი" ინდორამა ჯგუფის წევრი წელს გახდა.