ნიკა მელია, ამ წუთებში თანამოაზრეებს ხვდება და ახალ პოლიტიკურ გეგმებზე განიხილავს. როგორც მან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, საუბარი იქნება პარტიაში შექმნილ არასახარბიელო ვითარებაზე, ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ ვითარებაზე და ამის დაძლევის გზებზე:
"ვისაუბრებთ პარტიაში შექმნილ არასახარბიელო ვითარებაზე, ქვეყანაში შექმნილ მძიმე, კრიზისულ ვითარებაზე და როგორ ვხედავთ ამ კრიზისის დაძლევის გზებს. შეხვედრის შემდეგ კი მოგახსენებთ რა კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მოვიღოთ თანამოაზრეებმა ერთად. სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი ამ ფორმატში შეხვედრის ჩატარება. მე ვიქნები იქ, სადაც იქნება ხალხის ინტერესი ასახული პოლიტიკაში, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპულად გადამწყვეტია," - აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბაჩო დოლიძე კი აცხადებს, რომ მასზე რომ იყოს დამოკიდებული, ხვალვე სხვა პარტიას შექმნიდა.
"მარტო ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ხვალვე გავაკეთებდი ახალ პარტიას, რადგან იმ კონფიგურაციაში, რაც დღეს სამწუხაროდ "ნაციონალურ მოძრაობაში" შეიქმნა არ მჯერა რომ შეიძლება დიდი გამარჯვების მოპოვება. ჩვენ არავის მტერი არ ვართ," - აცხადებს ბაჩო დოლიძე.
შეხვედრაზე იმყოფება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტები” წევრი ხარია დეკანოიძე, რომელიც აცხადებს, რომ მას აინტერესებს თუ როგორი იქნება იქ მყოფი ადამიანების მოსაზრება.