15 ნოემბერი 2024,   19:53
ვრცლად
ეს პარტია როგორც ერთიანი აღარ არსებობს, დამთავრდა, გადავედით ახალ ფურცელზე - მიხეილ სარჯველაძე

შეუძლებელი იქნება მელიასა და ხაბეიშვილის და ცალკეული დაჯგუფებების ერთად მუშაობა. ეს პარტია როგორ ერთიანი აღარ არსებობს ,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, "ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა მელიას გამოყოფას.

სარჯველაძის განცხადებით, ნიკა მელიას აღარ დაედგომება იმ პარტიაში, სადაც ის იმყოფებოდა:

"მას აღარ დაედგომება იმ პარტიაში, სადაც ის იმყოფებოდა. მეჩვენება და მგონია, რომ მის მიერ ნათქვამი საყვედურები მისი ყოფილ თუ მოქმედი თანაპარტიელების მიმართ მართებულია, თუმცა არ ნიშნავს, რომ ნიკა მელიას ვინმესთან მორალური უპირატესობა აქვს. ვინაიდან, მეორე მხრისგან ნათქვამი ბრალდებებიც სამწუხაროდ, მაგრამ ასევე მართებულია. თუ მოინდომებს ნიკა მელია ცალკე გააგრძელოს, ეს ალბათ მისთვის კომფორტული იქნება. მაგრამ მას გარკვეული მოტივაცია ექნება, რომ ადგილი დიდხანს შეინარჩუნოს მოქმედ პოლიტიკურ პარტიაში, იმიტომ რომ რაც შეიძლება მეტი ნანგრევი უნდა გაიტანოს ამ დანგრეული პოლიტიკური პარტიიდან. შეუძლებელი იქნება მელიასა და ხაბეიშვილის და ცალკეული დაჯგუფებების ერთად მუშაობა. ეს პარტია როგორ ერთიანი აღარ არსებობს - ეს დამთავრდა, გადავედით ახალ ფურცელზე,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

 

დღის ამბები