15 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
აუცილებელია, მკაფიოდ გამიჯვნა რა არის გულწრფელი პოლიტიკა და რა არის პოლიტიკის საშუალებით კრიმინალური საქმეების კეთება - მიხეილ სარჯველაძე

 პოლიტიკასა და კრიმინალს შორის საზღვრების წაშლა არასდროს არ არის კარგი იდეა, ეს ბუნდოვანება მხოლოდ აფერხებს მართლმსაჯულებას, პოლიტიკურ კომპრომისს და საბოლოოდ, მშვიდობას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს და დასავლელ პარტნიორებს მიმართავს.

შალვა პაპუაშვილი, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თუ საქართველოს არ გადმოეცემა, ამ შემთხვევაში პოლიტიკა და კრიმინალი ერთმანეთში აირევა. პარლამენტის თავმჯდომარე აქცენტს "ბიბისის" გამოძიებაზეც აკეთებს და აცხადებს, რომ მიუხედავად ამ დანაშაულებისა კეზერაშვილი ისევ თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ქვეყანაში პოლარიზაციის შესამცირებლად მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ გულწრფელი პოლიტიკა და პოლიტიკის საშუალებით კრიმინალური საქმეების კეთება .

"საქართველოში პოლარიზაციის განმაპირობებელი ფაქტორის მიღმა შეიძლება აღმოვაჩინოთ კეზერაშვილის სახელი. ევროპა უშვებს შეცდომას, როდესაც ამ თვალსაზრისით არ უსვამს წერტილს ასეთი ტიპის აქტივობას. თუ ვინმეს მართლა გული შესტკივა საქართველოში პოლარიზაციის ამ ხარისხზე, რომელიც გვაქვს, აუცილებელი ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ეს ხარისხი შემცირდეს და ამისთვის აუცილებელია მკაფიოდ გამიჯვნა რა არის გულწრფელი პოლიტიკა, რა არის პოლიტიკის საშუალებით კრიმინალური საქმეების კეთება და არა კეზერაშვილის ნაირი პოლიტიკოსებისგან დაფინანსებული მედიასაშუალებებისა და პოლიტიკური ჯგუფების წახალისება იმისათვის, რომ ხელოვნურად ზარდონ პოლარიზაცია საზოგადოებაში", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები