საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს ამ რთულ მომენტში - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.
"ღრმად ვარ შეშფოთებული ისრაელში ბოლო ესკალაციისა და უდანაშაულო ადამიანების დაკარგვით. საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს ამ მძიმე წუთებში.
ტერორს და არაადამიანობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს თანამედროვე სამყაროში," - წერს სალომე ზურაბიშვილი.