წლები სერგი კაპანაძე გულმხურვალედ იდგა „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში. ახლა არასამთავრობო ორგანიზაციიდან ევროკავშირს მგზნებარედ მოუწოდებს - ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის წინაპირობად სააკაშვილის პრობლემის გადაწყვეტა დააყენოს - ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა GRASS-ის დამფუძნებლის სერგი კაპანაძის წერილს, რომელიც "ევროაქტივში“ გამოქვეყნდა.
მისი თქმით, ეს არის ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ.
სამწუხაროდ "ნაცების" ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი სერგი კაპანაძე არასამთავრობო ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ აგრძელებს საქართველოსთან მიმართებაში მავნებლობას. მიხეილ სააკაშვილის ქმედებას "გირგვლიანის საქმეზე" გამაოგნებელი უწოდა ევროპის სასამართლომ - წლები სერგი კაპანაძე გულმხურვალედ იდგა ნაციონალური მოძრაობის რიგებში. ახლა არასამთავრობო ორგანიზაციიდან ევროკავშირს მგზნებარედ მოუწოდებს - ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის წინაპირობად სააკაშვილის პრობლემის გადაწყვეტა დააყენოსო . ეს არის ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ! ...ანუ სააკაშვილის ხელისუფლების სისტემური დანაშაულები " პრობლემა" ყოფილა ...ადამიანის უფლების ფეხქვეშ გათელვა, პატიმრების წამება, ბიზნესის რეკეტი და ა.შ... ყოფილი მთავრობის მაღალჩინოსნის "არასამთავრობული" ავი სურვილები - ეს არის ბრძოლა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ!!!“- წერს გრეტა წიწავა Facebook-ზე.