მოხარული ვარ თქვენი ვიზიტით ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ დაწყებულ ტრადიციას, რომელიც უკავშირდება ხშირი ვიზიტების ორგანიზებას, რამდენიმე ვის წინ ვიყავი აზერბაიჯანში, ასევე, შარშან თქვენ იყავით საქართველოში და მიხარია, რომ ასეთი ხშირი ვიზიტები ხორციელდება და მე ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ შემდეგი ვიზიტი, რამდენიმე თვეში, მის მიერ განხორციელდება აზერბაიჯანში.
"შემდეგი ვიზიტი ალბათ განხორციელდება ჩემს მიერ რამდენიმე თვეში. ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი, კარგი შეხვედრა, მიმოვიხილეთ ჩვენს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები, აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, გამორჩეული მეგობარი სახელმწიფო, რომელთანაც ჩვენ გვაკავშირებს მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ძმობა და მეგობრობა. ჩვენს ხალხებს შორის ეს მეგობრობა გრძელდება და ბატონი ილჰამის წვლილი ძალიან დიდია ამ მეგობრობის და ძმობის განმტკიცების საქმეში,"-განაცხადა ღარიბაშვილმა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს სამუშაო ვიზიტით დღეს ეწვია.