15 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
დაარღვია თუ არა კონსტიტუციის გარანტმა ქვეყნის მთავარი კანონი - ქვეყანა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში

კონსტიტუციის 78 მუხლიდან 3 უკვე მთელმა ქვეყანამ იცის - საკონსტიტუციო სასამართლომ 72 საათიდან 24 იმაზე მსჯელობას დაუთმო, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა 52-ე მუხლი. კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი ირაკლი კობახიძე და მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს ევროპის ქვეყნებში უნებართვო ვიზიტებს ედავებიან.

ქვეყნის მთავარი კანონის ერთ-ერთი თანაავტორი და პრეზიდენტის წარმომადგენელი თამარ ჩუგოშვილი კი საკონსტიტუციო სასამართლოს უმტკიცებს, რომ პრეზიდენტი ევროპის ქვეყნებში სადავო ვიზიტებისას კონსტიტუციის 49-ე და 78-ე მუხლებით ხელმძღვანელობდა.

"ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ რომ დავიცავ კონსტიტუციას," - ეს საქართველოს პრეზიდენტის ფიცია, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციაზე დადო. იმ კონსტიტუციაზე, რომელიც მისი ინაუგურაციის დღეს შევიდა ძალაში.

14 ოქტომბრამდე საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლე იტყვის, გატეხა თუ არა სალომე ზურაბიშვილმა 5 წლის წინ დადებული ფიცი.

დღის ამბები