სახელმწიფო უსაფროების სამსახური აცხადებს, რომ დღეისათვის არეულობის საფრთხე კვლავ რეალურია, ამიტომ გამოძიება ისევ გრძელდება. სუს-ში ამბობენ იმასაც, რომ "კანვასის" წევრები სხვადასხვა დროს აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოში, სერბეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და ყირგიზეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში.
"ხავერდოვანი", "ბულდოზერების", "ვარდების", "ნარინჯისფერი", "ტიტების", "კედრების", "ფერადი" და "სახალხო" რევოლუციები, ევრომაიდანი - ჯამში 25 წელი, 10 რევოლუცია და რევოლუციის 3 მცდელობა - სხვადასხვა ქვეყანაში. ეს სერბული "ოტპორის" ბირთვზე შექმნილი ორგანიზაციების ანგარიშია.
"ოტპორის" ყოფილი წევრები ახლა ახლა "კანვასის" მმართველ რგოლს წარმოადგენენ, რომლებმაც ქართველი სტუდენტები დაატრენინგეს.
რაც შეეხება "კანვას საქართელოს" და მის წარმომადგენლებს, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოიკითხნენ, საქმეს გრიფი ადევს და უცნობია რა ინფორმაცია აქვს უსაფრთხოების სამსახურს.
ავტორი: ნათია ჩეხერია