სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეს გამოძიების პარალელურად, საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებზე იმსჯელეს ევროპაში.
"ყველა ევროპელი ლიდერისგან მივიღე დასტური, რომ მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას" - ასეთი გზავნილით დაბრუნდა ირაკლი ღარიბაშვილის ესპანეთიდან. კანდიდატის სტატუსის მოლოდინში საქართველომ ევროპისგან პოზიტიურ გზავნილები მიიღო. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპელმა ლიდერებმა მხარდაჭერა პირადად დაუდასტურეს და 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით ქვეყნის პროგრესი აღნიშნეს, თუმცა თქვეს ისიც, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია.
გერმანიის და საფრანგეთის პრეზიდენტები, უნგრეთის, ფინეთის, საბერძნეთის, ხორვატიის, ბულგარეთის და ბალტიის ქვეყნების პირველი პირები. ორმხრივი მოლაპარაკებების გარდა გაიმართა პირისპირ შეხვედრებიც. ირაკლი ღარიბაშვილი პირადად გაესაუბრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს, მათ შორის ურსულა ფონ დერ ლაიენს, შარლ მიშელს და ჟოზეფ ბორელს. "საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალ ეტაპზე გადასვლის ღირსია" - ეს საქართველოს პოზიციაა, თუმცა რას გადაწყვეტენ ევროპელი პარტნიორები, ეს წლის ბოლოს გაირკვევა. სწორედ დეკემბერში გახდება ცნობილი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილება.