08 ოქტომბერი 2024,   23:20
ვრცლად
სირიის სამხედრო ავიაციის მასშტაბურმა იერიშმა 26 ადამიანი იმსხვერპლა

სირიის სამხედრო ავიაციამ ქალაქ პალმირის ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური დაბომბვა განახორციელა. თვითმფრინავებმა დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ქალაქზე 25 იერიში მიიტანეს.

შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 12 მებრძოლი. გავრცელებული ცნობით, საბრძოლო მოქმედებების დროს სირიის სამთავრობო ძალები რუსულ თანამედროვე შეიარაღებას იყენებენ.

ლატაკიის ავიაბაზაზე გუშინ კიდევ 4 რუსული მოიერიშე დაეშვა. მანამდე კი შეერთებული შტატებისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებს შორის ბოლო 1 წლის განმავლობაში პირველი სატელეფონო საუბარი შედგა.

ეშტონ კარტერმა და სერგეი შოიგუმ სირიის კონფლიქტი და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს.

დღის ამბები