მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის მინისტრობის დროს ამ არაჩვეულებრივი ინიციატივისთვის, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედრო მოსამსახურეებისთვის „ჯარის ქალაქში“ ბინების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისთქმით, ეს პროექტი არა მხოლოდ განგრძობითი იქნება, არამედ იქნება გარანტირებული.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო, რიგითებო, ოჯახის წევრებო და ჩვენო შვილებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. ეს დღე არის არა მარტო თქვენთვის მნიშვნელოვანი, არამედ ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის მინისტრობის დროს ამ არაჩვეულებრივი ინიციატივისთვის. ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რაც პრემიერის მხარდაჭერაში გამოიხატა, არის ის, რომ ეს პროექტი არა მხოლოდ განგრძობითი იქნება, არამედ იქნება გარანტირებული, რაც ჩვენი სოციალური ზრუნვის ფარგლებში გაიცა. ეს გარანტიები უზრუნველყოფს ჩვენს სამხედროებს, რომ ჰქონდეთ მშვიდი და გარანტირებული მომავალი, ისინი უზრუნველყოფილნი იყვნენ არა მხოლოდ ბინებით, არამედ სხვა, ყველა ხელსაყრელი პირობებით, რაც შეიძლება სახელმწიფომ გაუკეთოს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილეს ამ პროექტში. ჩვენ 2020 წელს ირაკლი ღარიიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დავიწყეთ პროექტზე მუშაობა და ძალისხმევა არ დავიშურეთ. ვიმუშავეთ მაქსიმალურად ობიექტური და მაქსიმალურად სამართლიანი ყოფილიყო და ჩვენ ასევე პრემიერის დაპირებით 2024 წელს, მომავალ წელს დავიწყებთ ანალოგიური პროექტის მშენებლობას და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს იქნება გარანტირებული ჩვენი მომავალი სამხედროებისთვისაც. მინდა ყველას კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ, რომ ხართ პროექტის მონაწილეები“, - აღნიშნა ბურჭულაძემ.