დღეისათვის საფრთხე კვლავ რჩება რეალური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს მის გასანეიტრალებლად, მიმდინარეობს გამოძიება დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, - აცხადებს სუს-ის წარმომადგენელი კურიერი P.S-თვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ რომ "ეს მტკიცებულებების მხოლოდ მცირე ნაწილია". სახელმწიფო გადატრიალების საქმის მთავარ ფიგურანტად უსაფრთხოების სამსახური "კანვასს" ასახელებს.ორგანიზაციას, რომელმაც აქტიური როლი ითამაშა სერბეთსა და უკრაინაში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში.
სუს-ში აცხადებენ, რომ არეულობა ოქტომბერ დეკემბერში იგეგმებოდა - ასეთი სცენარით, კანდიდატის სტატუსზე უარის შემთხვევაში თბილისში კარვების ქალაქი უნდა მოწყობილიყო, სადაც აფეთქება მოხდებოდა და იქნებოდა მსხვერპლი.
სახელდებიან არეულობის ორგანიზატორებიც, უკრაინის დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე გია ლორთქიფანიძე და ქართველი მებრძოლები მიხეილ ბატურინი და მამუკა მამულაშვილი.
"საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, მოხდა საქმეში არსებული მტკიცებულებების გასაჯაროება. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, არ არის გამორიცხული საზოგადოებისა და საქმის ინტერესებიდან გამომდინარე მოხდეს, გასაჯაროება. გამოძიება მიმდინარეობს 18/ 323 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტერორისტული აქტის მომზადებას გულისხმობს და 315 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ხელისუფლებების ძალადობრივი გზით დამხობის შეთქმულებას. არ არის გამორიცხული როგორც საქართველოს ასევე სერბი ტრენერების მიმართ მოხდეს ბრალ;ის წარდგენა", - განაცხადა ხვიჩა ბეგიაშვილმა.