საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საჯაროდაც გამოდის მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიცია ემზადება გარკვეული არეულობის მოსამზადებლად.
პაპუაშვილის თქმით, სუს-ის მიერ წარმოებულ გამოძიებას ყველა სერიოზულად უნდა მოეკიდოს, რადგან არსებული ინფორმაცია ადასტურებს იმას თუ რამდენად შორს იყო არეულობის საკითხის წასული.
"ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოუწია ახლა ამ გამოძიების საჯაროდ გამოტანა, ესეც იმის ნიშანია თუ რამდენად სერიოზულ ფაქტთან გვაქვს საქმე, რამდენად შორს იყო წასული ეს საკითხი. ამიტომ, ამას ყველა სერიოზულად უნდა მოეპყროს. რაც მთავარია, ნელ-ნელა ჩანს ამის გარშემო რაც ხდებოდა და საჯაროდაც გამოდის მტკიცებულებები, სხვადასხვა ტრენინგები, რომლებიც ტარდება და ეს ყველაფერი კრავს იმ სურათს, რომელიც საჯაროდაც ჩანს. არის მზადება იმისთვის, რომ მოაწყონ გარკვეული არეულობა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.