11 ოქტომბერს, ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით დანიშნულ რეისზე ყველა ავიაბილეთი გაყიდულია - ამის შესახებ ისრაელში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ლაშა ჟვანიას განმარტებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები "აირზენასა" და ისრაელის მხარესთან, რათა დამატებითი რეისების განხორციელება უახლოეს დღეებში შესაძლებელი იყოს.
საქართველოს ელჩის თქმით, ამჟამად ქვეყნის ყველა დასახლებას ისრაელის არმია აკონტროლებს, თუმცა საქართველოს მოქალაქეებს მაინც სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ოფიციალური ინფორმაციით, ისრაელში 120 000 ქართველი ცხოვრობს.