"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ირაკლი ეძგვერაძის განცხადებით, მასზე განხორციელებული თავდასხმა, სუს-ის და ხელისუფლების სისხლიანი სპეცოპერაცია იყო, რათა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინ, მოსახლეობა დაეშინებინათ.
ეძგვერაძის განმარტებით, გამოძიების ჩატარება მისი ჩვენების გარეშეც არის შესაძლებელი და ის აპირებს გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული დუმილის უფლება, რათა შემდეგ მიცემული ჩვენება მის წინააღმდეგ არ იქნეს გამოყენებული.
"22 სექტემბერს, გლდანში, ჩემს კერძო საკუთრებაში მომხდარი თავდასხმა იყო, სუს-ის და ხელისუფლების სისხლიანი სპეცოპერაცია, პოლიტიკური ანგარიშსწორება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მოსახლეობის დაშინების მიზნით. სრულყოფილი გამოძიების ჩატარება, ჩემი ჩვენების გარეშეც არის შესაძლებელი. შესაბამისად, ვაპირებ საქართველოს კონსტიტუციის ჩემთვის მონიჭებული უფლებით, არ მივცე ჩვენება, რათა ჩემს მიმართ არ იყოს გამოყენებული, არ ვითანამშრომლო პოლიტიკურ პროკურატურასთან, შს სამინისტროსთან და დასანქცირებულ სასამართლოსთან რაიმე ფორმით", - განაცხადა ეძგვერაძემ.