ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ბაზის მშენებლობის დაგმობას, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა თბილისში.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრის მიხეილ დაუშვილის თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოს აღნიშნულ საკითხში პარტნიორების სრული მხარდაჭერა ჰქონდეს.
ამასთან, დაუშვილის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტმა, ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი რეზოლუცია მიიღოს.
"ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა არის რუსული ინტერესი და რუსეთის მიზანი, რომ ოჩამჩირეში განათავსოს რუსული საზღვაო-სამხედრო მუდმივი ბაზა. ჩვენ ვნახეთ ნატო-ს საპარლამენტო რეზოლუციის ცვლილებები ამ კუთხით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ჩვენი პარტნიორების სრული მხარდაჭერა. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, რომელიც ამ საკითხს ეხმიანება", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.