ისრაელსა და უკრაინაში მიმდინარე ომზე ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში მსჯელობენ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინისთვის ზამთარი დიდი გამოწვევაა რის გამოც პრეზიდენტი ფიქრობს, რომ დახმარება დასჭირდება უკრაინას.
"მოახლოებული ზამთარი ჩვენთვის უდიდესი გამოწვევაა, ვემზადებით, მზადაც ვართ და ამავდროულად, გვჭირდება დახმარება ლიდერებისგან - ამიტომაც ვარ აქ. მხოლოდ f16-ებზე სასაუბროდ არ ჩამოვსულვარ, გვჭირდება საჰაერო თავდაცვის საშუალებები,რათა სტრატეგიული ინფრასტრუქტურა და ხორბალი დავიცვათ.
ვიცი, რომ საუბრები იქნება ისრაელზე, ჩვენ, უკრაინასაც გვექნება გარკვეული სიგნალები მათი მისამართით, რადგან ჩვენ ომში ვართ და კარგად გვესმის ის, თუ რას ნიშნავს ტერორისტული თავდასხმა. ჩემი რეკომენდაცია მსოფლიო ლიდერების მიმართ იქნება, რომ ჩავიდნენ ისრაელში, უბრალო ხალხთან, რათა დაუჭირონ მათ მხარი. როდესაც ჩვენს მიწაზე ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო,მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის განცდა, რომ მარტო არ ხარ. ერთობა მნიშვნელოვანია, არ უნდა მივცეთ აგრესორს უფლება ახალი ტრაგედია გამოიწვიოს - დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა კი ერთობას ნიშნავს,"- ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.