15 ნოემბერი 2024,   20:05
ვრცლად
ბატონო პრეზიდენტო ჯო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, მუდმივი და ცალსახა მხარდაჭერისთვის - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელში ხვალ ამერიკის ამერიკის სახელმწიფო მდივანს ელოდებიან. მანამდე კი ისრაელის მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა უზრუნველყოს ისრაელისთვის დამატებითი სახსრების მობილიზება.

მან ასევე მზადყოფნა გამოთქვა საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში გაგზავნოს დამატებითი სამხედრო ძალებიც. ისრაელის პრემიერი ამერიკის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ჯო ბაიდენს გამოცხადებული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

"ბატონო პრეზიდენტო ჯო მინდა მადლობა გადაგიხადოთ მუდმივი და ცალსახა მხარდაჭერისთვის. მინდა გადმოგცეთ ნათელი სურათი იმ რთული სიტუაციისა, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ: შაბათს მოხდა თავდასხმა, რაც ჰოლოკოსტის შემდეგ ასეთი რამ ჩვენ არ გვინახავს. იყო ასობით ხოცვა-ჟლეტა, ოჯახები თავიანთ საწოლშივე დახვრიტეს, ქალები გააუპატიურეს და მოკლეს, გატაცებულია 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები. და მას შემდეგ რაც ჩვენ ბოლოს ვისაუბრეთ, ამ ბოროტების მასშტაბები მხოლოდ გაუარესდა. ჩვენ ასეთი ველურობა სახელმწიფოს ისტორიაში არ გვინახავს,"- აცხადებს ნეთანიაჰუ.

დღის ამბები