ისრაელში ამერიკული ავიამზიდის ჩასვლას "სერიოზული ხოცვა-ჟლეტის" გამოწვევა შეუძლია. - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ერდოღანმა გააკრიტიკა ისრაელის გადაწყვეტილება, ღაზას სექტორის ბლოკადის შესახებ და განაცხადა, რომ პალესტინელებისთვის ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების შეწყვეტა ადამიანის უფლებებს არღვევს.
თურქეთის პრეზიდენტმა გაიმეორა თავისი წინადადება მხარეებს შორის მედიატორად გამოსვლის შესახებ და განაცხადა, რომ ომის დასამთავრებლად ძალისხმევას გააგრძელებს.