მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, დღეს საქართველოში ვუმასპინძლოთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, რომელიც საქართველოში ჩამობრძანდა მთავრობის შემადგენლობით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მჭიდრო და სტრატეგიული თანამშრომლობის ახალი ფაზა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და რომელსაც დამატებითი იმპულსი მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნგრეთში ვიზიტისას, გრძელდება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ვიქტორ ვიზიტი არის ძალიან ძლიერი გზავნილი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.
„ვიზიტისას გაიმართება სამთავრობოთაშორისო შეხვედრა, რომელიც მინისტრების მონაწილეობით გაიმართება, გააძლიერებს ორ შესაბამის კოლეგა უწყებებს შორის თანამშრომლობას და ახალ იმპულსს მოიტანს სამთავრობო თანამშრომლობის მიმართულებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უნგრეთის მხარდაჭერა, როდესაც საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციას. უნგრეთი ყოველთვის იყო, არის და აუცილებლად იქნება მომავალშიც ჩვენი მხარდამჭერი. ჩვენ ორმხრივ ფორმატში ვმუშაობთ ძალიან აქტიურად ევროკავშირთან, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას და მობილიზება ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების იმ მიმართულებით, რომ ინდივიდუალურად არის საჭირო ჩვენთვის კონკრეტული ქვეყნის ერთი ხმა, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორმხრივ ფორმატებში შესაბამისი წევრი ქვეყნების მობილიზება ამ მიმართულებით“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
დარჩიაშვილის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ასევე გაფორმდება მემორანდუმები ორი ქვეყნის უწყებებს შორის.
„მინდა, აღვნიშნო მთავრობათაშორისო კომისიის შესახებ, რომელიც გაიმართება, აქცენტებს გააკეთებს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ჩვენს გვაქვს. ასევე, ამ შეხვედრების პარალელურად გაიმართება ხელმოწერები, მემორანდუმები ორ უწყება, კოლეგა სამინისტროებს შორის, რომელიც გააძლიერებს სამინისტროებს შორის ურთიერთობას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გავაძლიერებთ თანამშრომლობას. ძალიან ძლიერი სიგნალია ბატონი ორბანის საქართველოში ვიზიტი. ეს ძალიან ღირებულ შედეგს მოიტანს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.