15 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
პუტინი ვერ მიიღებს უკრაინას... კიდევ უფრო მეტი ზეწოლაა საჭირო აგრესორზე, უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთის ბოლო - მარცხია - ზელენსკი

NATO-ს შტაბ-ბინაში ე.წ. რამშტაინის ფორმატის მე-16 შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პირველად დაესწრო ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ორდღიან მინისტერიალზე მოულოდნელი ვიზიტით რუმინეთიდან ჩავიდა.

უკრაინის პრეზიდენტმა NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს სიტყვით მიმართა და ისაუბრა უკრაინისთვის თავდაცვის გაძლიერებაზე, განსაკუთრებით კი საჰაერო თავდაცვის საჭიროებაზე, რათა ქვეყანამ შეძლოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის მართვა.

ამასთან, ზელენსკის განცხადებით, მნიშვნელოვანია რუსეთზე ზეწოლა გაძლიერდეს.

"მადლიერი ვარ თითოეული თქვენგანის, ამ დაუღალავი მხარდაჭერისთვის. რწმენისთვის, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. პუტინი ვერ მიიღებს უკრაინას. მოსკოვის ამბიციები უკრაინის მიმართ განუსაზღვრელია და გვსურს დავასრულოთ იგი, რაც შეიძლება მალე - ეს ყველას ეხება. დღეისათვის რუსეთმა ინიციატივა დაკარგა და ზეწოლას ვაგრძელებთ. ის მარტო ვერ მუშაობს - სჭირდება ირანი, ჩრდილოეთ კორეა. მისი შავი ზღვის ფლოტი კი გაურბის ჩვენს ძალებს. რუსეთი ნელ-ნელა მაგრამ დარწმუნებით ტოვებს გეოპოლიტიკურ წერტილებს, მაგრამ ამავდროულად საკმარისი რესურსი აქვს შიდა არეულობების მოსაწყობად ქვეყნებში. ეს შეიძლება მოხდეს უფრო მტკივნეულად ისრაელში და ახლო აღმოსავლეთში. ამას ვერ დავუშვებთ. კიდევ უფრო მეტი ზეწოლაა საჭირო აგრესორზე. უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთის ბოლო - მარცხია," - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

დღის ამბები