15 ნოემბერი 2024,   20:00
ვრცლად
მუდმივ კომუნიკაციაში ვართ მოქალაქეებთან, არიან ბავშვები, რომლებიც სამკურნალოდ იყვნენ ჩასული ისრაელში და მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს, რათა დროულად მოხდეს მათი სხვა ლოკაციაზე გადაყვანა ან საქართველოში დაბრუნება - ილია დარჩიაშვილი 

საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩო ისრაელში განაგრძობს მოქალაქეების საჭიროებების იდენტიფიცირებას და მათ დახმარებას ავიაკომპანიებთან კომუნიკაციაში, - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი. ილია დარჩიაშვილის თქმით, ყოველდღიურად სრულდება 4-5 ფრენა და დაახლოებით 3 ათასამდე ადამიანმა უკვე ისარგებლა ამ რეისებით. ქვეყნის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.  

"როდესაც სპეცრეისებზე ვსაუბრობთ, სპეცრეისების საჭიროება დგება იმ შემთხვევაში, თუ ორ ქვეყანას შორის ფრენები არ არის. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს 4-5 ფრენა, რომელსაც ასრულებს სხვადასხვა კომპანია. მინდა, აღვნიშნო, რომ დაახლოებით სამი ათასამდე ადამიანმა ისარგებლა ამ ფრენებით, რომლებიც ისრაელიდან ჩამობრძანდნენ საქართველოში. ჩვენთვის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი. ჩვენ საელჩოს აქვს რამდენიმე ცხელი ხაზი გახსნილი, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ მოქალაქეებთან, არიან ჯგუფები, ბავშვები, რომლებიც სამკურნალოდ იყვნენ ჩასული, მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს, რათა დროულად მოხდეს მათი სხვა ლოკაციაზე გადაყვანა ან საქართველოში დაბრუნება. ამის კარგი პრეცედენტები უკვე გვაქვს. ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების საჭიროებების ადგილზე იდენტიფიცირებას, ვართ მათთან კომუნიკაციაში. ვეხმარებით მათ ავიაკომპანიებთან კოორდინაციაში და კომუნიკაციაში და დღეს არის 4 ფრენა დაგეგმილი და სწორედ ამ კომერციული ფრენებით, ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ. შეიძლება ერთდროულად ყველასთვის ხელმისაწვდომი  არ იყოს ერთ კონკრეტულ ფრენაზე ბილეთის შეძენის შესაძლებლობა, მაგრამ არის ფრენები და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენს მოქალაქეებსა და ავიაკომპანიას შორის ბარიერები არ იყოს და მოქალაქეებმა შეუფერხებლად შეიძინონ ბილეთები," - აცხადებს ილია დარჩიაშვილი.

 

 

 

დღის ამბები