06 ოქტომბერი 2024,   20:10
ვრცლად
ალიანსი შეთანხმდა, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი, თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა - სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ე.წ. რამშტაინის ფორმატის მე-16 შეხვედრაზე, უკრაინისთვის მეტი მხარდაჭერის მობილიზების საჭიროებაზე ისაუბრა. მისივე თქმით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი შეთანხმდა, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი.

"რუსეთი ჩამოქვეითდა სამხედრო ნაწილში, დასუსტდა ეკონომიკურად და კიდევ უფრო იზოლირდა პოლიტიკურად, თუმცა არ იკითხება იმის ნიშნები რომ ამბიციებზე უარს ამბობს. ამიტომ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინაში შეიარაღების შეუფერხებელი შედინება. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისტორია არ განმეორდება. ამიტომ ალიანსი შეთანხმდა, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი. თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა, თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა და თქვენი, ღირებულებებიც ჩვენი ღირებულებებია," - განაცხადა სტოლტენბერგმა.

დღის ამბები