აშშ-ის ახალი სრულ უფლებიანი ელჩი საქართველოში რობინ დანიგენი, უკვე საქართველოშია. ის დედაქალაქში, დაახლოებით, ერთი საათის წინ ჩამოფრინდა.
"აშშ-ის საელჩო სიხარულით მიესალმება ელჩი რობინ დანიგენის ჩამოსვლას საქართველოში", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოფიციალური გვერდი წერს.
ცნობისთვის, საქართველოში ელჩად დანიშვნამდე დანიგენი იყო სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში. მანამდე კი მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში ავსტრიაში, ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და სალვადორში. რობინ დანიგენმა კელი დეგნანი ჩაანაცვლა.