ისრაელში არსებულ ვითარებასა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, ქართველი დეპუტატები დეტალებს დღეს, საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისგან გაიგებენ.
ჰადას მეიცადს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ელოდებიან. ელჩი ისაუბრებს საქართველო-ისრაელის ურთიერთობებზეც.
მმართველი გუნდი, ისრაელში მიმდინარე საომარი პროცესების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ამბობს, რომ ელჩის პარლამენტში მისვლა ორი ქვეყნის მჭიდრო ურთიერთობასა და მეგობრობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.