15 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
დღეს, ჩვენ ასევე ვისაუბრებთ ჰამასის მიერ საზარელი ტერორისტული თავდასხმების შესახებ ისრაელის წინააღმდეგ-იენს სტოლტენბერგი

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის მეორე დღე ბრიუსელში ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის მოსმენას დაეთმობა.

შეხვედრა ვირტუალურად გაიმართება. მინისტერიალი მხარდამჭერი განცხადებებით გაიხსნა, ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ისრაელს აქვს საკუთარი მოსახლეობის დაცვის უფლება.

შეხვედრაზე ასევე აქტუალურია ფინეთ-ესტონეთის დამაკავშირებელი ბუნებრივი აირისა და საკომუნიკაციო კაბელის დაზიანების საკითხი, ფინური მხარე აცხადებს, რომ კაბელის დაზიანება გარე ჩარევით მოხდა, ვინ შეიძლება იდგეს ამის უკან, მინისტრები ამ თემაზეც ისაუბრებენ. ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელების შეხვედრა უკვე დაწყებულია.

ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ შეხვედრაზე საუბარი ჰამასის ტერორისტულ თავდასხმებზეც იქნება. 

"ჩვენ განვიხილავთ საკითხთა ფართო სპექტრს, როგორ დავუჭიროთ მხარი უკრაინას. დღეს, ჩვენ ასევე ვისაუბრებთ ჰამასის მიერ საზარელი ტერორისტული თავდასხმების შესახებ ისრაელის წინააღმდეგ. ისრაელის თავდაცვის მინისტრი, მოგვიყვება ყველა იმ პრობლემის შესახებ რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება. აშშ-ის თავდაცვის მდივანი ოსტინი უზრუნველყოფს უსაფრთხოების ხელმძღვანელობას ნატოს ყველა მოკავშირისთვის. რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ. როცა საქმე უკრაინას ეხება, ჩვენ მივესალმებით, თქვენს ლიდერობას, რომელსაც აჩვენებთ,"- აცხადებს სტოლტენბერგი.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ ისრაელს მხარს უჭერს. 

"ვიცი, რომ იზიარებთ ჩვენს აღშფოთებას, ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმაზე და ასევე ჩვენს გადაწყვეტილებას მხარი დავუჭიროთ ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი. ეს არის ჩვენი პირველი მინისტერიალი ვილნიუსის სამიტის შემდეგ და ვფიქრობ, ჩვენ გვექნება დიდი შესაძლებლობა ვიმუშაოთ იმაზე, თუ როგორ განვახორციელებთ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიიღეს ჩვენმა ლიდერებმა ვილნიუსში. მოუთმენლად ველი დიდ დისკუსიებს. ჩვენ ორიენტირებულნი დავრჩებით ნატოს გაძლიერებაზე და თავდაცვაზე და მე უბრალოდ ვიტყოდი, რომ ნატო ისეთივე ძლიერი და ერთიანია, როგორც არასდროს. და ნატო რჩება აუცილებელ ფორუმად ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის კონსულტაციის, გადაწყვეტილებისა და მოქმედებისთვის,"- აცხადებს ოსტინი. 

დღის ამბები