უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში გრძელდება. დღეს, დაგეგმილია მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, ასევე გაფორმდება ქვეყნებს შორის პარტნიორობასთან დაკავშირებული რამდენიმე მემორანდუმი.
დღესვე, თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში ირაკლი ღარიბაშვილი და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური შეხვედრები, უნგრეთის პრემიერმა თბილისში გუშინ დაიწყო.
მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ცერემონიის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი და ვიქტორ ორბანი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. განიხილეს ვაჭრობის, ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარება.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი, საქართველოს ევროინტეგრაცია იყო. ითქვა, რომ საქართველო სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მოლოდინშია.