15 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
მივესალმებით ქალბატონი ელჩის ჩამოსვლას საქართველოში, ჩვენ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - რატი იონათამიშვილი

საქართველოში შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის ახალი ხელმძღვანელის ჩამოსვლას, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი აფასებს და აცხადებს, რომ მასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდს პოზიტიური მოლოდინები აქვს. 

"მივესალმებით ქალბატონი ელჩის ჩამოსვლას საქართველოში და მინდა ვთქვა, რომ ის ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების მეგობრულ ურთიერთობას. დიპლომატიის როლი ერთ-ერთი გადამწყვეტია, ამიტომ ჩვენ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი. 

აშშ-ის ახალი სრულ უფლებიანი ელჩი საქართველოში რობინ დანიგენი, უკვე საქართველოშია. ის დედაქალაქში, დაახლოებით, ერთი საათის წინ ჩამოფრინდა.

დღის ამბები