15 ნოემბერი 2024,   20:53
ვრცლად
მაღალ შეფასებას ვაძლევთ ბრწყინვალე განვითარებას, რომელიც განახორციელეთ ქვეყანაში – ვიქტორ ორბანი ირაკლი ღარიბაშვილს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის თქმით, მაღალ შეფასებას აძლევს იმ ბრწყინვალე განვითარებას, რომელიც მმართველმა გუნდმა საქართველოში განახორციელა.

მისი განმარტებით, საქართველომ ეკონომიკის განვითარების ძალიან მაღალი დონე აჩვენა, რაც ევროკავშირთან დაახლოებას გაცილებით მარტივს ხდის.

"ძალიან დიდ მადლობას ვუხდი პრემიერს მოწვევისთვის. ბედნიერები ვართ, რომ აქ ვიმყოფებით. აქ ყოფნის მიზეზი, პირველ რიგში, იყო, რომ დაფასება და პატივისცემა გამოგვეხატა უნგრელი ხალხის მხრიდან საქართველოს ხალხისადმი. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმ ბრძოლას, რომელსაც რამდენიმე ასეული წელია, ახორციელებთ, რომ შეინარჩუნოთ ქრისტიანული სახელმწიფო. ჩვენ ჩვენი უნგრული ისტორიიდან ვიცით ეს, რა ბრძოლაა, როგორ იბრძოდნენ ქვეყნები, რომლებიც თვის რწმენას არ თმობდნენ. მაღალ შეფასებას ვაძლევთ ბრწყინვალე განვითარებას, რომელიც განახორციელეთ ქვეყანაში. ყველა იბრძვის იმისთვის, რომ შენარჩუნებული იყოს ეკონომიკური დონე, რომელიც არის ძალიან მაღალი. თქვენ გვანახეთ განვითარების ძალიან მაღალი მაჩვენებელი ეკონომიკაში, რასაც ინარჩუნებთ რამდენიმე წელია. თქვენი ევროკავშირთან დაახლოება ამ თვალსაზრისით უნდა იყოს გაცილებით მარტივი.

ჩვენი შეხვედრა იყო იმ ფონზე, როდესაც გლობალური უსაფრთხოების სიტუაცია არასდროს ყოფილა ისე უარესი ბოლო 30 წლის განმავლობაში, როგორც დღეს არის. ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. ჩვენ ასევე ვიხილავდით ძალიან მნიშვნელოვან, გლობალური უსაფრთხოების საკითხებს. ჩვენ ორი შეხვედრა ჩავატარეთ, რომელსაც გააჩნიათ ისტორიული გამოცდილება იმის ცოდნის, რომ მშვიდობა ყოველთვის ჯობია ომს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

დღის ამბები