15 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
უნგრეთი ჩვენი ევროპული მომავლის გამორჩეული და ხმამაღალი მხარდამჭერია - ილია დარჩიაშვილი

უნგრეთი ჩვენი ევროპული მომავლის გამორჩეული და ხმამაღალი მხარდამჭერია - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ილია დარჩიაშვილმა ორი ქვეყნის სტარტეგიულ პარტნიორობაზე ისუაბრა.

"უნგრეთი ჩვენი ევროპული მომავლის გამორჩეული და ხმამაღალი მხარდამჭერია,საქართველოსა და უნგრეთს შორის ძალიან დინამიკური ურთიერთობებია. ეს გამოიხატება ორი ქვეყნის მთავრობებს შორის პარტნიორობის გაღრმავების მიმართულებით. უნგრეთი უზიარებს ცოდნას, გამოცდილებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. ამ ქვეყანამაც ერთ დროს  მსგავსი ინტეგრაციული პროცესები გაიარა. თელავში პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრაზე და სამთავრობო დონეზე გამართულ მთავრობათაშორის კომისიის სხდომაზე საუბარი შეეხო აქტივობებს, რომლებიც ორ მეგობარ უწყებას შორისაა დაგეგმილი. ვფიქრობ, მემორანდუმები ახალ სამართლებრივ იმპულსს მოიტანს ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერების მიმართულებით.

ასევე, ვიცით, რომ უნგრეთი არის ნაწილი შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ევროკავშირის ენერგოდივერსიფიცირება მას შემდეგ, რაც ეს პროექტი დასრულდება. ამ მიმართულებით ჩვენი რეგიონი იძენს ახალ, ძალიან ღირებულ როლს ევროკავშირისთვის. მეორე მხრივ, ჩვენ ევროპული დივერსიფიკაციის უმნიშვნელოვანეს პერიოდში ვიმყოფებით, როდესაც ევროპულმა საბჭომ გაფართოების მიმართულებით დეკემბერში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

საქართველო აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში, ინდივიდუალურად მუშაობს ყველა პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის უნგრეთთან. უნგრეთი გამორჩეული და ჩვენი ევროპული მომავლის ხმამაღალი მხარდამჭერია. დარწმუნებული ვართ, ერთ-ერთი ხმა იქნება უნგრეთის, რადგან, საბოლოო ჯამში, კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება ევროკავშირის თითოეული წევრის, 27 წევრი ქვეყნის ხმაა," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ხელმოწერილი დოკუმენტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება კომისიის სხოდმის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმაც.



დღის ამბები