15 ნოემბერი 2024,   20:54
ვრცლად
ისრაელის მხარდასაჭერად დიდი ბრიტანეთი  სამხედრო ხომალდებს და სათვალთვალო თვითმფრინავებს გაგზავნის

ისრაელის მხარდასაჭერად დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო ხომალდებს და სათვალთვალო თვითმფრინავებს გაგზავნის.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა გასცა ბრძანება "გაერთიანებული სამეფოს სამხედრო აქტივები განლაგდეს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ისრაელის მხარდასაჭერად, რეგიონული სტაბილურობის გასაძლიერებლად და ესკალაციის თავიდან ასაცილებლად".

"ჩვენი სამხედრო და დიპლომატიური გუნდები მთელს რეგიონში ასევე დაუჭერენ მხარს საერთაშორისო პარტნიორებს უსაფრთხოების აღსადგენად და უზრუნველყოფენ ჰუმანიტარულ დახმარებას "ჰამასის" ტერორისტების ამ ბარბაროსული თავდასხმის ათასობით უდანაშაულო მსხვერპლისთვის," - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.

სამეფო საჰაერო ძალები (RAF) პატრულირებას ხვალ დაიწყებენ, რათა "„დაეხმარონ პარტნიორებს თვალყური ადევნონ წარმოშობილ საფრთხეებს რეგიონული უსაფრთხოებისთვის, როგორიცაა იარაღის გადაცემა ტერორისტული ჯგუფებისთვის," - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები