საკონსტიტუციო სასამართლო სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოიტანს. მანამდე კი, პრეზიდენტის სავარაუდო ბედზე, პოლიტიკოსები მსჯელობენ.
მთავრობის ოპონენტებს უჭირთ, წინასწარი პროგნოზი, ისინი ამბობენ, რომ სასამართლოს არ ენდობიან.
"რთულია სამართლებრივი არგუმენტებით საუბარი რომ საკონსტიტუციო გაითვალისწინებს მხარეების არგუმენტებს, მაგრამ პოლიტიკური საკითხი ჭარბობს, რადგან იქ არის ბევრი ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია პოლიტიკურად, შესაბამისად, არ გამოვრიცხავ პოლიტიკურ გავლენებს გადაწყვეტილებაზე," - აღნიშნა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელის არსებითი განხილვა, მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს დაიწყო. საუბარია კონსტიტუციის 49-ე მუხლზე, რომელიც სხდომაზე მოპასუხეებმა სალომე ზურაბიშვილის პოზიციების დასაცავად მოიშველიეს. სასამართლოში სადავო კი 52-ე მუხლის დარღვევაა, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას ეხება და არა მის სტატუსს.