15 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვის თვალში ბეწვს ამჩნევენ და საკუთარში დირეს ვერ აღიქვამენ... დესტრუქციული გეგმის ნაწილია - მიხეილ სარჯველაძე "გირჩი - მეტი თავისუფლებისა" და "დროას" ინიციატივაზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, "დროასთან" ერთად ქმნის პლატფორმას, სადაც რუსული რეჟიმის სამსახურში მყოფი ადამიანების ვინაობა ციფრულ ფორმატში შეინახება."

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, აბსოლუტურად თვალსაჩინოა დამთხვევა და ეს ინიციატივა არაგულწრფელია.

"არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვის თვალში ბეწვს ამჩნევენ და საკუთარში დირეს ვერ აღიქვამენ. ამიტომ, თუ ასეთი ინიციატივა გულწრფელად აქვთ, ზოგიერთებმა ასეთი პორტალის კეთება თავიანთი ფოტოსურათის გამოქვეყნებით დაიწყონ. აბსოლუტურად თვალსაჩინოა დამთხვევა და ეს ინიციატივა არაგულწრფელია. ეს არის კონკრეტული დესტრუქციული გეგმის ნაწილი, რომელზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ისაუბრა. მათ სურვილი აქვთ, რომ ქვეყანაში დაძაბულობა შექმნან, მათ შორის, ადამიანებს შორის კონფრონტაცია ყოფითი ურთიერთობის დონემდე დაიყვანონ, რომ რაც შეიძლება მეტი კონფლიქტი არსებობდეს და ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა. საგანგებოდ მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ასეთი ინიციატივების კეთებისას ფრთხილად იყვნენ, რადგან მათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება მოუწევთ ბევრი გაჩენილი პრობლემის გამო, რომელიც შეიძლება ამ თვალსაზრისით შეიქმნას," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები