ოპოზიციის წარმომადგენლები "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურებიან, რომლის თანახმადაც, "დროასთან" ერთად ქმნის პლატფორმას, სადაც რუსული რეჟიმის სამსახურში მყოფი ადამიანების ვინაობა ციფრულ ფორმატში შეინახება."
ოპოზიციის ერთი ნაწილი აღნიშნულ ინიციატივას მიესალმება და აღნიშნავს, პლატფორმას დიდი მნიშვნელობა ექნება.
"პლატფორმის მნიშვნელობა დიდია, იმიტომ რომ ბევრი ჯაშუშია, ბევრი რუსული საქმის მკეთებელია და ამ ხალხს თუ ერთად მოვუყრით თავს და დავთვლით ძალიან კარგი იქნება. არანაირი კითხვები ზურასთან და ელენესთან არ მაქვს, როგორ გამოავლენენ, ვნახოთ, დავაკვირდეთ. ყველაფერი გამოჩნდება," - აღნიშნა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს, "გირჩში" განმარტავენ, რომ გაუგებარია, როდესაც ელენე ხოშტარია რუსეთის ბიუჯეტიდან თანხას იღებდა და, პარალელურად, რუსეთს ებრძოდა.
"როცა [ელენე ხოშტარია] რუსეთის ბიუჯეტიდან ფულს იღებდა, ისე [ახსნა], რომ გეგონება რეალურად არაფერი არ ხდება. თან, ვითომ, გმირულად ებრძვი რუსებს და არც მიიჩნევს თავს ვალდებულად წესიერად ახსნას, რა ხდება. ისეთი ახსნა დადო, რომ ლამის პირდაპირ აღიარა, რომ იქაურ მთავრობასთან თუ სპეცსამსახურებთან რაღაცნაირად დალაგებულია.
ჩვეულებრივი მატყუარა, მანიპულატორი ხარ, როცა ასე იქცევი. სხვასაც ეუბნებიან: "ჩვენ უკეთესი საქართველოსთვის კი არ მოვდივართ, ჩვენ მოვდივართ შურისძიებისთვის," - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.