15 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ, ეს იქნება "ოცნების" ინტერესებიდან ნაკარნახევი - მიხეილ დაუშვილი

პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი სასამართლოს "ქართული ოცნების" ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად მიიჩნევს, შესაბამისად, დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა-არ დარღვევის შესახებ, მმართველი გუნდის ინტერესების შესაბამისი იქნება. დაუშვილი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ "ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას" შორის ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"იმის ილუზია თუ ვინმეს აქვს, რომ სასამართლო ან დამოუკიდებელი ან მიუკერძოებელია, ძალიან ცდება. სამწუხაროდ, დღეს სასამართლო გადაქცეულია "ოცნების" ინტერესებში მოქმედ ორგანიზაციად. ამიტომ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ, ეს იქნება "ოცნების" ინტერესებიდან ნაკარნახევი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმპიჩმენტზე, აქ მთავარი ამბავი რა არის - ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს "ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის,"- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები