პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს. მისივე შეფასებით, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა "ხელისგულზე დევს", ამის არდადგენა კი სამართლებრივად შეკითხვებს გააჩენს.
"ჩვენ ბოლომდე დავრჩით ჩვენს პოზიციაზე, რომ ეს იყო მარტივი სამართლებრივი კაზუსი, თუმცა, კი ბატონო, საჭირო იყო განხილვა. ჩვენ ყველა შეკითხვას სრულად ვუპასუხეთ - მათ შეკითხვებსაც, საკონსტიტუციო სასამართლოს შეკითხვებსაც. ყოველივე აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მოლოდინი არის, რომ ადგილი ჰქონდა კონსტიტუციის დარღვევას და ეს უნდა დადგინდეს. ხელის გულზე დევს კონსტიტუციის დარღვევა. ამის არდადგენა, რა თქმა უნდა, სამართლებრივად გააჩენს შეკითხვას არა მხოლოდ ჩემი, არამედ ნებისმიერი იურისტის მხრიდან,"- აცხადებს ანრი ოხანაშვილი.