15 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
გულწრფელი მადლობა ბულგარეთის პარლამენტს და მის თავმჯდომარეს დეკლარაციისთვის, საქართველოს ევროატლანტიკური გზის და კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერისთვის - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის პარლამენტის მიერ მიღებულ დეკლარაციას ეხმაურება, რომელიც მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

"გულწრფელი მადლობა ბულგარეთის პარლამენტს და მის თავმჯდომარეს, ჩემს მეგობარს როსენ ჟელიაზკოვს საპარლამენტო დეკლარაციისთვის, საქართველოს ევროატლანტიკური გზის და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერისთვის. ჩვენ ვაფასებთ გულწრფელ პარტნიორობას, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს, ინტერესებს და ევროპულ მომავალს," - წერს შალვა პაპუაშვილი "ტვიტერში".

დღის ამბები