15 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
კეზერა ელენეს ყველაზე პრინციპული არჩევანი გამოდგა - ჩერგოლეიშვილი ხოშტარიაზე

ელენე ხოშტარიას, ასეთი პრინციპულობა, რასაც კეზერაშვილის პრმოუტირებაში და

დაცვაში იჩენს, არცერთი იდეოლოგიური პრინციპის დაცვაში არ გამოუვლენია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ტაბულას" დამფუძნებელი წერს. 

როგორც თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, ხოშტარიას პოლიტიკაში შემოსვლას ორი ძირითადი არგუმენტით უჭერდა მხარს და მისი თქმით, "დროას" ლიდერმა ორივეში "გადააგდო" .

"ელენე ხოშტარიას, ასეთი პრინციპულობა, რასაც კეზერაშვილის პრმოუტირებაში და

დაცვაში იჩენს, არცერთი იდეოლოგიური პრინციპის დაცვაში არ გამოუვლენია.

კვოტებიდან ისე მომასრიალა - გაღიმებული დავრჩი. არადა, სულ ორი ძირითადი არგუმენტი მქონდა როცა მის პოლიტიკაში შემოსვლას მხარს ვუჭერდი:

1) სააკაშვილისთვის საჯარო წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო

2) გენდერულ კვოტებს და ქალების პოზიტიურ დისკრიმინაციას მხარს არ უჭერდა.

ორივეში გადამაგდო, მაგრამ აი კეზერა ელენეს ყველაზე პრინციპული არჩევანი გამოდგა
ნეტა რატომ?
მოკლედ, ჩვენ არ შევეკვრებით არავის, ვინც ოპოზიციურ ოლიგარქიას პრინციპულად არ ემიჯნება.
ჩვენ არ დავუჭერთ მხარს ოლიგარქიის ოლიგარქიით ჩანაცვლებას" -წერს თანარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.

დღის ამბები