15 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო.
 
სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილი წირვა სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
 
მთავრობის მეთაურთან ერთად სვეტიცხოველში საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
 
საზეიმო წირვის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში ნეკერჩხლის ხე დარგო. სვეტიცხოვლის ტაძრის გამწვანება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის - ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს.
დღის ამბები