სახმელეთო ოპერაცია - ეს არის შემდეგი ეტაპი, რომლისთვისაც მზადყოფნის დადასტურებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა სამხედროებისგან ითხოვა. ნეთანიაჰუმ ღაზას სექტორთან მობილიზებული სამხედროები გაამხნევა და ოპერატიული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიიღო. ისრაელის არმიის მზადყოფნა სახეზეა. 300 000-ზე მეტი ჯარისკაცი და ათასობით ერთეული ჟავშანტექნიკა ღაზას შემოგარენშია განლაგებული და ბრძანებას ელოდება.
ვიდრე სამხედროებთან გამოჩნდებოდა, რამდენიმე საათით ადრე, ქვეყნის პირველმა პირმა მოსახლეობას მიმართა. მას ქონდა კატეგორიული გზავნილი, რომ გაჩერებას არ აპირებს, რომ ჰამასს ჯერ პასუხი არ მიუღია და რაც გასული დღეების განმავლობაში ხდებოდა მხოლოდ დასაწყისია.
სახმელეთო ოპერაციის სამზადისის პარალელურად ღაზას სექტორში არ წყდება ისრაელის საჰაერო იერიშები. სამიზნე ჰამასის პოზიციები და სამართავი პუნქტებია. სწორედ ასეთი დარტყმების შედეგად დაზვერვის ინფორმაციით განადგურებულია ჰამასის ორი მნიშვნელოვანი ფიგურა - საჰაერო ძალების მეთაური და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, რომელიც 1 კვირის წინ ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას ხელმძღვანელობდა. იერიშებს თან ახლავს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. პალესტინის ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით მხოლოდ ბოლო 24 საათში 324 ადგილობრივია დაღუპული.
პალესტინა ისრაელს გენოციდში ადანაშაულებს თუმცა ისრაელის პოზიცია შემდეგია - ჰამასი თავად იყენებს პალესტინა ისრაელს გენოციდში ადანაშაულებს თუმცა ისრაელის პოზიცია შემდეგია - ჰამასი მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად თავად იყენებს. ამ ვერსიას ამყარებს თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებული კადრები სადაც ჩანს, რომ ისრაელის ქალაქების მიმართულებიტ რაკეტების გაშვება ღაზას მჭიდროდ დასახლებული უბნებიდან ხდება, შემდეგ ისრაელის ავიაცია და არტილერია სწორედ მათ საცეცხლე ბოზიციბს ბომბავს.
მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დერეფნის შეზღუდული დროით გახნის გამო პირდაპირ ან ირიბად ისრაელს მოკავშირეებიც აკრიტიკებენ და მოწინააღმდეგეეებიც. პალესტინა მოსახლეობის დაცვას ითხოვს, ამ ფონზე კი პროტესტი და რისკები მთლიანად რეგიონში იზრდება. სიტუაციის კონტროლის და კონფლიქტში ახალი მხარეების ჩართვის პრევენციისთვის არაბული სახელმწიფოების ლიდერებთან შეხვედრებს განაგრძობს შტატების სახელმწიფო მდივანი. ენტონი ბლინკენმა დღეს საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას კონფლიქტის ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარეებზე ისაუბრა.
სამხედრო მოქმედებების გააქტიურების და სახმელეთო ოპერაციის მზადების ფონზე რაზას სექტორში მცხოვრებტა მხარდასაჭერად საპროტესტო ტალრა აგორდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. მათ შორის დღეს აქციები ერთმანეთის პარალელურად იმართებოდა, ბრიტანეთში, საფრანგეთში და გერმანიაში. განსხვავებული შინაარსის გამოსვლები იყო ტელავივში. ისრაელის მოსახლეობა ჰამასის მიერ გატაცებული ტყვეეების დაბრუნების მოლოდინშია და პარალელურად სასტიკი თავდასხმის შედეგად დაღუპულებს გლოვობს. გასულ კვირას